,,დიდი სცენის” შემდეგ ლაივკონცერტზე ქართული სიმღერები შესრულდა. მონაწილეებს მენტორობა ნატო მეტონიძეს გაუწია, რომელიც კონკურსის ჟიურის წევრიც გახლავთ. სიმღერებიც მან შეურჩია კონკურსანტებს და მათ რეპეტიციებსაც ესწრებოდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ, თინა დათიკაშვილმა ცნობილი სიმღერა ,,მეფის ქალი” ახალი ვერსიით შეასრულა. თინამ ჟიურისგან 26 ქულა დაიმსახურა. ის პროექტში დარჩა.