LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ს დამფუძნებელი: ბანკები მდიდრდებიან, მოსახლეობა და ბიზნესი -ღარიბდება

325

დღეს ბანკები მდიდრდებიან, მოსახლეობა და ბიზნესი კი ღარიბდება. ამის შესახებ კომპანია “პსპ”-ს დამფუძნებელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გადაცემაში ”საქმის კურსი” ისაუბრა.

ოქრიაშვილმა ყურადღება საბანკო სექტორში არსებულ ოლიგოპოლიაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქართული საფინანსო სექტორი მცირე ზომისაა და ბაზარზე 2-3 მსხვილი ბანკის არსებობა საკმარისია.

“ჩვენი ფინანსური ბაზარი პატარაა და ვფიქრობ, რომ ჯობია იყოს ცოტა და ძლიერი ბანკი, ვიდრე ბევრი და სუსტი, მაგრამ უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები.  საქართველოს ჯამური ხელფასის 30%-მდე მიდის საბანკო სესხების პროცენტების გადახდაზე, როდესაც საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. გვაქვს ბევრი პრობლემა და ახალმა კანონპროექტმა ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები