აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს, რამზან კადიროვს. სახელმწიფო დეპარტამენტის 20 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.
ავსტრიაში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის ლიდერია პასუხისმგებელი იმ განუკითხაობის, წამებისა და მკვლელობებისათვის, რასაც 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს ადგილი ჩეჩნეთში.
უნდა დადგინდეს დამკვეთი: მოითხოვს თუ არა საქართველო რამზან კადიროვის დაკითხვას - რა უნდა ქნას გაბუნიამ და რა ქვეყანამ
"ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის ირიბი დადასტურება".
„აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ბატონ კადიროვს შევახსენოთ, რომ მის მონაწილეობას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში შედეგები მოჰყვება, როგორც პირადად მისთვის, ისე მისი ოჯახისათვის და აშშ-ს განზრახული აქვს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა პასუხი აგებინოს ყველა იმ პირს, ვინც ასეთ ამაზრზენ საქმეებს სჩადის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადებაში.
ამჟამინდელი სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები, გავრცელდება კადიროვის ცოლსა და მის ორ ქალიშვილზე.