LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის აშენდება თბილისის შემოვლითი გზა?

1027

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე  სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპანია ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl.   მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური პროექტს მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  6 049 671.20 ევრო  და  6 891 609.46 ლარს შეადგენს. პროექტირების  ვადა  2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო)  ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl. წარმომადგენელმა  ლაურენტ ფრანციოსმა   მოაწერეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები, განიტვირთება  თბილისის ურბანული ქუჩები, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება.

“ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და  მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

აღნიშნული გზები, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

magti 5g