საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მას, სავარაუდო მეტოქის, ალეკო ელისაშვილის არ ეშინია.
„ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს? არანაირად არ მეშინია. თუ ისე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია ასპარეზობა, გინდა პოლიტიკურ ველში და გინდაც სპორტულში. თუმცა, შიშით არც მე არ მეშინია და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია და მისი შიშით მე არ დავუყენებივარ”, — განაცხადა სერგეენკომ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ექსპრემიერის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. თუმცა სერგეენკო ამბობს, რომ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე საარჩევნო სიაში.
“მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო, ფინალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მის პოზიციას აქვს მნიშვნელობა და გუნდის პოზიციას , — განაცხადა სერგეენკომ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ამასთან, სერგეენკოს თქმით, ქართულ ოცნებას პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
