LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

281
1734822900

ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორ კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხოლო ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად გადაყვანილია კარანტინის რეჟიმში.

„ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა სხვა სპეციალისტებით“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 117 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 917 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g