LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი: “არავინ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა”

607
BeFunky-collage (6)

ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი. ის ამბობს, რომ მასთან ჯერ გამომძიებელი არ მისულა და ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ამასთან, მისივე განცხადებით, ინციდენტს გოგი თოფაძე არ შესწრებია.

„არ ვიცი ანერვიულებული აღელვებული და მისცა რაღაც ჩვენება, რა ჩვენება მისცა არ ვიცი. გოგი არ შესწრებია ამ ჩხუბს, მე და გოგი ერთად ავედით და უკვე ყველაფერი მომხდარი იყო.

ჯერ ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა და არ უთქვამს იმან დაჭრაო, არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა, ჯერ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ დაუდია, თუ დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი ვერ გეტყვით, ჯერ არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ იმან დაჭრა“, – ირაკლი თოფაძის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, დაკავებულის ადვოკატი ბრალდებულის სხეულზე არსებული ჭრილობების შესწავლას ითხოვს

ირმა ჭკადუას, ასევე, განმარტავს, რომ ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია.

 

შეგახსენებთ, ლევან თოფაძე საავადმყოფოში რჩება. ექიმის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი კონტაქტურია.

ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g