LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასწაული ფაქტის მომსწრე გავხდი, საზღვარს კეტავენ, სრული რეკეტია” – რა ხდება მესტიაში

1626
BeFunky-collage (37)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების შედეგად, საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტურისტთა რაოდენობა ძალიან ცოტაა. არც შიდა ტურიზმი ყვავის.

სეზონზე დამოკიდებული საკურორტო რეგიონები დამსვენებელთა რაოდენობას უჩივიან, ხოლო იქ, სადაც ვიზიტორთა მეტი ნაკადი შეიმჩნევა, როგორც ჩანს, კერძო კომპანიებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გადაიკვეთა.

საქმე იმაშია, რომ მესტია-უშგულის გზაზე ადგილობრივმა მძღოლებმა გზა გადაკეტეს და სხვა მიკროავტობუსით დამსვენებელთა შემოყვანა გააპროტესტეს.

ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე “სრული რეკეტია,”  ადგილობრივები ტურისტების გადაყვანას უშგულის მიმართულებით ითხოვენ, თუმცა ფაქტის შემსწრე პირის განმარტებით, ამაში დამატებით თანხას ითხოვენ.

“სასწაული ფაქტის მომსწრე გავხდი სვანეთში, კერძოდ, მესტია-უშგულის გზაზე…ოფიციალურად აპროტესტებენ ტურისტულ მარშუტკებს…
მესტიამდე მოიყვანეთ ტურისტები და უშგულამდე ჩვენ გადავიყვანთო “დელიკებით “, რაშიც ტურისტს დამატებით 30 ლარის გადახდა უწევს.

მესტია -უშგულის საზღვარს კეტავენ… სრული რეკეტია…მეტიც, ოფიციალურად იმუქრებიან…

გთხოვთ ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა ტურიზმის დეპარტამენტს…” – წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

 

 

 

მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “ფორტუნასთან” რეგიონის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა ისაუბრა. ლანა მჭედლიანის ინფორმაციით, კერძო კომპანიებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინტერესების გადაკვეთა მოხდა.

როგორც მჭედლიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მსგავსი შემთხვევის დროს მოქალაქეებმა პოლიციას უნდა მიმართონ.

“ერთ-ერთი ტურისტი დამიკავშირდა და მითხრა რაც ხდებოდა. ვუთხარი, რომ მიემართა პოლიციისთვის. თუ მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდა, აუცილებლად უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოს.

ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არის ასეთი პრობლემა რეგიონში, როდესაც ხდება კერძო კომპანიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გადაკვეთა. რაც შეეხება ზოგადად, რეგიონში არსებულ ტურისტულ სეზონს, მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში უცხოელი ტურისტები თითქმის არა, მხოლოდ ადგილობრივი მოგზაურები გვყავს” – განაცხადა ლანა მჭედლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g