LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დანებდეთ, სცადეთ სიახლე“ – ბიზნესმენის ისტორია

651
gogitamjedlishvili

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ ბიზნესმენ გოგიტა მჭედლიშვილის ამბავს.

პროფესია

სპეციალობით პროგრამისტი ვარ და ათწლეულზე მეტია უკვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ საჯარო სამსახურში. სამსახურს ვუთავსებ მევენახეობა მეღვინეობას რაც საკმაოდ რთულია რადგან ორივე მხარე დიდ შრომას და ყურადღებას მოითხოვს, თუმცა თვითოეული პატარა წარმატებაც კი იმდენად დიდი ენერგიის მომცემია ჩემთვის რომ ამ ყველაფერს წარმატებით ვუმკლავდები.

ბიზნესი:

ოთხი წლის წინ მხოლოდ სპორტული ინტერესით ღვინის ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა. იმ დღეების შთაბეჭდილება დღემდე მომყვება, ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის უამრავი თავისი საქმის მცოდნის, ამდენი უნიკალური ღვინის, მეღვინის, მარნისა და მემარნის ერთად ხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მეც ამ გარემოში 04ვტრიალებვენახისა და მარნის მოვლაპატრონობას ვგულისხმობ, მივხვდი, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი.

მიღებული ემოციებით დატვირთულმა ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, წინაპართაგან საგვარეულო წესით დაყენებული საოჯახო ღვინო ბოთლებში ჩამომესხა და ბაზარზე გამეტანა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიციების ცოდნა არ კმაროდა. საჭირო იყო ჩემ ირგვლივ, ხალხში გაბნეული ცოდნაგამოცდილების შეგროვება და თანამედროვე ღვინის ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენს საქმიანობაში გამოყენება. ეს რთული ამოცანა იყოარც ძველი უნდა დაგვეკნინებინა და არც ახალიძალიან დაგვეხმარა მეგობარი მემარნემეღვინეების პრაქტიკული რჩევები და მათგან შეძენილი უნარჩვევები. მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ უამრავ ლიტერატურას გავეცანით. ნაბიჯნაბიჯ ვხვეწდით და ვქმნიდით ჩვენს ღვინოს.

წარმოება:

3 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებული გვაქვს  რამოდენიმე ჯიშის ვაზი როგორიცაა საფერავი, ქისი, ბუერა, კახური მწვანევარდისფერი რქაწითელი და რქაწითელი.

მოსავლის ნაწილს ვყიდით ნაწილს კი ვამუშავებთ. იასეს მარნის წლიური წარმოება 5 000 ბოთლია, თუმცა წელს 8000 ბოთლს ავცდებით.

მეორე წელია, ფრანგული ღვინის ბაზარზეც ვართ. საფრანგეთს ჯერ მანავის მწვანით, შემდგომ უკვე საფერავითა და რქაწითელითაც ვესტუმრეთ. ახლა პარიზსა და ლიონში ისეთ ცნობილ სარდაფებსა და რესტორნებში იყიდება ჩვენი ღვინო, როგროცაა მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი ინოსანსი, ღვინის ბარები გრან ბენი, პეტი პაში, დივიზიონ დე ლა ჟუა, ქორუსიდა ისტორიული ბუნებრივი ღვინის სარდაფები: ლე ლიო დუ ვენ, კავ დე ბელვილ, კავ შაბროლი და ..

ასევე შეკვეთა გვაქვს და სულ მალე ღვინოებს გავაგზავნით მალტასა და ჰოლანდიაში.

ღვინოსთან ერთად ვაწარმოებთ ჭაჭის არაყს და ხილის ბრენდებს, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი ჩვენს გეგმებზეც აისახება, ყოველ შემთხვევაში, განსაზღვრული პერიოდით მაინც.

ყურძენს ორგანული მეთოდებით ვუვლით ვაწარმოებთ ბუნებრივ ღვინოებს და ვზრუნავთ ვენახის ეკოსისტემის დაცვაზე.  2019 წლიდან მარანი წარმოადგენს ასოციაცია ბუნებრივი ღვინო წევრს.

იასეს მარანი“ 2016 წელს დაარსდა, თუმცა ჩვენი წარმოება სამოცდაათწლიან გამოცდილებით ცოდნას ეფუძნება. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასეთივე ფორმით განაგრძობს სიცოცხლეს იასეანთის (იასე მჭედლიშვილის შთამომავლების) ძალისხმევით.

რჩევა:

არასდროს დანებდნენ. ღვინის ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება კონკურენცია. საბედნიეროდ, მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ქართულ ბუნებრივ, განსაკუთრებით კიქვევრის ღვინოებზეც. ამიტომ ყველამ უნდა სცადოს, ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოსთან ერთად სიახლეც შესთავაზოს მომხმარებელს, თუმცა ეს ორი რამ ისე უნდა იყოს შეზავებული, რომ ღვინის ბუნებრიობა არ დაიკარგოს. სცადეთ სიახლე, ოღონდ ძალიან შორსაც ნუ წახვალთ, რომ ამან თქვენს ღვინოს ქართული ხასიათი არ დაუკარგოს.

 

magti 5g