LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი: ანი შაქარაშვილი

486
pjimage (1)

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. საუბარია “ტოიოტა ქამრის” მგზავრებზე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს ხევში ჩაყვნენ და სასტიკად სცემეს.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

საგამოძიებო უწყების დღევანდელ განცხადებას გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ხუთი არაადამიანი ! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი ! ხუთი მკვლელი !
1) ვახტანგ ჩიქოვანი
2) არჩილ გაგნიძე
3) ნიკოლოზ რევაზიშვილი
4) ზეზვა ხომასურიძე
5) აკაკი ქვრივიშვილი”, -წერს ანი შაქარაშვილი

https://www.facebook.com/shakarashviliani/posts/4416665191707468

 

mazda magti 5g