გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის შესასვლელთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.