სკოლა, სადაც სწავლა ყველანაირი მნიშვნელობით ძვირ ფასია
შვედეთის ლე როსეს სკოლა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასწავლებელია.
სკოლა ორი ულამაზესი სეზონური კამპუსისგან შედგება. გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომის ნაწილს სტუდენტები მეთოთხმეტე საუკუნის შენობაში შატო ლე როსეში ატარებენ, ხოლო ზამთარს, გშტადის სათხილამურო კურორტზე.
ამ კამპუსებში სწავლა წელიწადში 87,279 ევრო ღირს. სწავლის საფასური მოიცავს, სკოლისგარეთ აქტივობებს და მოსწავლეების ჯიბის ფულსაც კი, რასაც სკოლის ადმინისტრაცია აკონტროლებს.
“სტუდენტების ასაკიდან გამომდინარე, ჯიბის ფულიც განსხვავებულად გაიცემა. 10 წლის ბავშვები არ იღებენ იმდენივე თანხას, რასაც 17 წლისები”, – აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ამ სკოლაში სწავლობდნენ ბელგიის მეფე ალბერტ მეორე, ირანის შაჰი, მონაკოს პრინცი და ეგვიპტის მეფე ფარუკი.
“ეს შვედეთის უძველესი სკოლაა. დიდგვაროვანი ან მდიდარ ოჯახებს, სურთ მათმა შთამომავლობამაც ამ სკოლაში ისწავლოს, შესაბამისად მოსწავლეების ნაკადი, ფასის მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან არ წყდება”, – აცხადებს სკოლის მფლობელი.
სკოლაში 67 ქვეყნიდან 400 მოსწავლე სწავლობს – 8-დან 18 წლამდე. ერთდროულად აქ 4 ენის შესწავლაა შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში კი წიგნები 20 ენაზე მოიძებნება.
სკოლაში 150 მასწავლებელია, თითო კლასში კი საშუალოდ 10 მოსწავლე ირიცხება. სხვა საგნებთან ერთად, უმცროსკლასელებს ბაღების გაშენებასაც ასწავლიან.
სასწავლებელში არის როგორც ღია, ასევე დახურული აუზები. სკოლაში ფუნქციონირებს საკონცერტო დარბაზი, რომელიც 900 მაყურებელს იტევს. დარბაზში ეწყობა როგორც თეატრალური წარმოდგენები, ასევე სხვადასხვა ღონისძიებები.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტსაც, აქ შესაძლებელია როგორც ფეხბურთის ასევე ცხენოსნობის, ჰოკეის და სხვა მიმართულებების სრულყოფილად შესწავლა.
Business insider ამ სასწავლებლის ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს.
თამთა უთურგაშვილი