“აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას,”-ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სენატორი საკუთარ „ტვიტში“ აღნიშნავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ კი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას.
„თორმეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“,-წერს სენატორი რიში „ტვიტერზე“.