დღეს, 17 აგვისტოს 3 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე პიროვნება ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.
მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი “ბაუჰაუსის” დაკარგული თანამშრომელია
მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცი “ბაუჰაუსის” მეორე დაკარგული თანამშრომელია
მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გარდაცვლილის გოგოს ბაია ბერუაშვილის დეიდა, მარინე მარგველაშვილი, მის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბაია მათთვის დიდი დანაკარგია.
„ჩვენი პირველი სიხარული. ჩემი ანგელოზი. ჩემო სულო როგორ გავმწარდით. ჩემო ლამაზო ბაია როგორ მიგვატოვე. როგორ გვიხაროდა და გვეამაყებოდი…“- წერს ბაიას დეიდა.