LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა

224
მიხეილ-რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.როგორც ადვოკატმა განაცხადა ძალოვან უწყებაში გამოკითხვის მთავარი თემა, სტრუქტურის თანამშრომლების მიერ ოჯახის მიმართ განხორციელებული უპასუხისმგებლო ქმედებები იყო.

მისივე ცნობით უკანონო ქმედებები დღემდე გრძელდება, ტარდება რეიდები თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში, უღებენ სურათებს და მთელ რიგ დარღვევებს აქვს ადგილი.

შეგახსენებთ,თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g