LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი

123
irakli-kobakhidze_w_h

„სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამით მან უპასუხა შეკითხვას, 2008 წლის ომთან დაკავშირებული დეტალების გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

„თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე არ საუბრობს, „ქართული ოცნებაა“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები