“რადიო თავისუფლება” გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ, ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი გახდა.
აღნიშნულია, რომ ეს ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ოქმია. პირველი ოთხი ჩვენება მან გამოძიებას 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე მონასტერში გაშვებას ითხოვს
ოქროს მოწმე 19 ივნისის ღამეს დეტალურად იხსენებს. კერძოდ, “ტოიოტა ქამრიში” გამართული დიალოგის დეტალებზე საუბრობს:
„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.
აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“- ნათქვამია ჩვენებაში, რომელსაც “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
“სრულიად უსაფუძვლოდ ვიმყოფები პატიმრობაში”- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს