LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარაგოსაში ყოფნით ბედნიერი ვარ: ესპანეთში პაპუნაშვილი ქართულად წარადგინეს

55

ესპანურმა „სარაგოსამ“ გუნდის ქართველი ახალწვეული, გიორგი პაპუნაშვილი წარადგინა.

„დინამოელი“ ესპანეთში თავს მენეჯერებთან, ლევან ზუხბაიასთან და მიხეილ ხუციშვილთან ერთად ჩავიდა და მცირე კომენტარიც გააკეთა.

„სარაგოსაში“ ყოფნით ბედნიერი ვარ“, – ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბის ესპანურ ენაზე, რომელსაც უკვე ერთი თვეა სწავლობს.

თავის მხრივ „სარაგოსამ“ ფეხბურთელს პატარა სიურპრიზი მოუწყო და ქართულად მიესალმა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პაპუნაშვილი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი პრეზენტაცია მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g