LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავაყენებ შუამდგომლობას, რომ პოლიციელებიც და ის მწყემსი, თავის შვილთან ერთად, დეტალურად გამოიკითხონ” – მიხეილ რამიშვილი

118
BeFunky-collage - 2020-08-24T130309.976

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ადვოკატი პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს თავიდან დაიკითხოს ყველა პოლიციელი და მწყემსი – არასრულწლოვან შვილთან ერთად.

მიხეილ რამიშვილმა ამის შესახებ “ფორტუნასთან” ისაუბრა.

მისივე თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა არსებობს, რომელიც სასწრაფო გარკვევას საჭიროებს. რამიშვილის განმარტებით, აქამდე გამოძიების მიერ განხორციელებული საგამოძიებო პროცესები “სპექტაკლია.”

“ქვემო ქართლის პოლიცია “ზეგ”-ის თანამშრომლებს კითხავდა. კონკრეტულ და დაზუსტებულ კითხვებს მხოლოდ მათ უსვამდა და ცდილობდა ამით საქმე თვითკვლელობისკენ წაეყვანა. ხოლო, მწყემსთან, მის შვილთან და დეა კაპანაძესთანაც ზოგადი კითხვები ჰქონდათ. მანქანასთან დაკავშირებით მეტი კითხვები გაჩნდა. დაუზუსტებელი და გაურკვეველია მანქანის იქ მიყვანის, შემდეგ სოფელში ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი. უფრო გაუგებარია ის გარემოებაც, რომ გამომძიებელმა დაკითხა პილიციელი, რომელიც ორ დღეში შვებულებაში გავიდა. ანუ, გამოძიება დაკმაყოფილდა მცირე მონათხრობებით. ამდენი დამთხვევა არ არსებობს. ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტი. გამოძიებას ყველა დეტალი და ნიუანსი უნდა აინტერესებდეს.

რამ გამოიწვია სიკვდილი დადგენილი არ არის, ვერ ყალიბდებიან, რა დაწერონ: რამიშვილი შუალედურ დასკვნაზე

შუამდგომლობებს დავაყენებ და ყველა იმ პოლიციელს და ამ მწყემსსაც, თავის შვილთან ერთად მოუწევს პასუხების გაცემა. 30 მეტრის მანძილზე მანქანასაც არ უახლოვდება და რა იცოდა იქ რა ხდებოდა ან დაკეტილ ფანჯრებში ვინ იყო. დადგმული სპეკტაკლია და ამ სპექტაკლებით იარონ თვითონ”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა – მიხეილ რამიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g