გუშინ შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის დროს დაშავებული 3 ახალგაზრდა ამ წუთებშიც სიცოცხლისთვის იბრძვის. მათ შორის ორს სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების განმარტებით, სამივეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები აღენიშნებათ. ერთ-ერთ პაციენტი ხატია დევსურაშვილია, რომელიც საბედისწერო ტურში დასთან ერთად მოგზაურობდა. ხატიას და – მედეა დევსურაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა შორის არიან მისი მეგოობრებიც.
ტრაგედიის დროს ადგილზე გარდაიცვალა “შავი ზღვის უნივერსიტეტის” სტუდენტი. განცხადება უნივერსიტეტმა გაავრცელა.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ხატია ზაალიშვილი ემსხვერპლა. ვუთანგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს და თანადგომას ვუცხადებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.