LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19 სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა – ტელევიზიების შემოსავალი შეუმცირდა

136
thumb

2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 12.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე (20 მლნ) 39%-ით ნაკლებია. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი – 5.4 მილიონი ლარი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი

მთავარი არხი –  1.3 მილიონი ლარი

ტელეკომპანია პირველი –  0.8 მილიონი ლარი

ჯი-დი-ეს თივი – 0.5 მილიონი ლარი

პოსტვ – 0.4 მილიონი ლარი

ფორმულა – 0.3 მილიონი ლარი

რ.ბ.ჯ. –  0.2 მილიონი ლარი

სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი

სტუდია მაესტრო – 0.1 მილიონი ლარი

სხვა –  0.9 მილიონი ლარი

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული  ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი  არ დაფიქსირდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები