სექტემბრის დასაწყისიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს – კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ამჯერად საბურთალოს „სითი მოლში“ გაიხსნება.
ახალი ფილიალი ტექნიკის მაღაზიათა ქსელისთვის განსაკუთრებული და შედარებით განსხვავებული კონცეფციის მქონე იქნება.
ცენტრი სხვადასხვა ტიპის ზონებად დაიყოფა, რათა მომხმარებელს გაუმარტივდეს სასურველი ნივთის პოვნა. სამზარეულოს ტექნიკა, აუდიოსისტემები, მსხვილი ტექნიკა, გათბობა-გაგრილების სისტემები, კომპიუტერები და მობილურები, აქსესუარები – ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რასაც „გრანდ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს შესთავაზებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე აცხადებს, „სითი მოლი საბურთალოს“ ფილიალში მომხმარებელს ტექნიკის მაღაზია უფრო ციფრული, თანამედროვე და ინოვაციური დახვდება. „ჩვენ ვთვლით, რომ ტექნიკის მაღაზია მაქსიმალურად უნდა მოერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს ეხება არამხოლოდ იმ პროდუქტს, რასაც მომხმარებელს შევთავაზებთ, არამედ – გარემოსაც“, – აღნიშნავს ნინი ნიქაბაძე.
ელექტრონული ფასმაჩვენებლები, კონკრეტული კატეგორიების ზონები, ექსპერტი კონსულტანტები, რომლებიც ზონების მიხედვით იქნებიან დაყოფილები; პრემიუმ და ბიუჯეტური მოხმარების საერთაშორისო ბრენდები – ესაა ის, რასაც მომხმარებელი „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალ ფილიალში თავად გამოცდის.
მაღაზიაში მომხმარებელი არაერთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდს იპოვის: TOSHIBA, Midea, Sharp, Mitsubishi Electric, Warmhaus, Ardesto, Philips და სხვა მრავალი.
სასურველი ტექნიკის შერჩევაში კი მომხმარებელს „გრანდ ელექტრონიქსის“ მიერ სპეციალურად გადამზადებული ექსპერტ-კონსულტანტები დაეხმარებიან. კონსულტანტები კატეგორიების მიხედვით არიან დატრენინგებულები. მაგალითად, საკუთარი ექსპერტები ეყოლებათ გათბობისა და გაგრილების პროდუქტებსა თუ აუდიოსისტემებს. მათ არამხოლოდ დაწვრილებით იციან ამა თუ იმ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებელი, თავადაც აქვთ გამოცდილი, რეალურად, რომელი ტექნიკა როგორ მუშაობს.
„ჩვენმა ექსპერტმა-კონსულტანტებმა დღეს ზუსტად იციან არამხოლოდ პროდუქტების რეჟიმები და მახასიათებლები, არამედ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, რომელი ტექნიკური მოწყობილობა როგორი ტიპის ოჯახს ან ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. ისინი სიამოვნებით გირჩევენ რამდენკაციანი ოჯახისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, მულტისახარში ქვაბი, ან რამხელა ფართობს გაათბობს ან გააგრილებს ესა თუ ის გამათბობელი ან კონდიციონერი“, -აცხადებს ნინი ნიქაბაძე.
პრემიუმკლასისა და ბიუჯეტური საერთაშორისო ბრენდების ასობით ტექნიკური მოწყობილობა „სითი მოლი საბურთალოს“ „გრანდ ელექტრონიქსის“ დახლებზე სულ მალე გამოჩნდება. კომპანიას კი შემოდგომის დასაწყისიდანვე თავისი მომხმარებლისთვის კიდევ უამრავი სიურპრიზი აქვს მომზადებული, რომლებსაც სულ მალე შემოგთავაზებთ.