LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მელანია ტრამპი ივანკა ტრამპთან შეხვედრისას უკმაყოფილებას ვერ მალავს

325
1

გუშინ, აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დასრულდა და აშშ-ს პირველი ლედი ისევ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად მედიის ობიექტივში მოხვდა მელანია ტრამპისა და დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილის, ივანკას შეხვედრა. ივანკა მამას და მელანიას სცენაზე მიესალმა, მელანიამ კი მომღიმარი სახე უკმაყოფილო მიმიკით შეცვალა. ამ ფაქტს ინტერნეტში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა: „არის ვინმე, ვინც მელანიას მოსწონს?“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

მელანია და ივანკა ტრამპების დაპირისპირებაზე გამოცემა New York Magazine Intelligencer-ს დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, სტეფანი ვოლკოფი ესაუბრა. მისი თქმით, კონფლიქტი ჯერ კიდევ ინაუგურაციის დროს დაიწყო, როდესაც ივანკა მამის გვერდზე უფრო ხშირად ჩანდა, ვიდრე მელანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g