აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების – დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას შეეხება.
შეხვედრის შემდეგ იგეგმება პრესკონფერენციის გამართვაც.