LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დნმ-ის ნიმუში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე-როგორია ექსპერტიზის დასკვნა და ვის ეკუთვნის აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები

150
Untitled

ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე მკვლელობაში ბრალდებულების დნმ-ი არ აღმოჩნდა. ეს ფაქტი ბრალდებულების ადვოკატებისთვის იმის მტკიცების საფუძველია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულონი არიან, თუმცა, პროკურატურა ამ პოზიციას არ იზიარებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი გენეტიკური პროფილი სამართალდამცველს ეკუთვნის და ჩანთა არაგვის ხიდის სვეტზე სწორედ მან დადო.

ჩანთაზე აღმოჩენილი 4 დნმ-ის ნიმუშიდან 1 თავად გარდაცვლილ ფეხბურთელს ეკუთვნის, მეორე იმ პირს, ვისგანაც შაქარაშვილმა საბედისწერო ღამეს ჩანთა ითხოვა, მესამე კი შაქარაშვილის ახლობელს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ეკუთვნის მეოთხე გენეტიკური პროფილი.

ფეხბურთელის მკვლელობის საქმის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მკვლელობისგან გამოყოფილი საქმეების განხილვა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g