LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ გითხარით, ჰიჯაბი არ შეიძლება: ბელგიამ აკრძალვა ძალაში დატოვა

986

ბელგიის მიერ ჰიჯაბის აკრძალვა ძალაშია. ევროპულმა სასამართლომ მორიგი სკანდალური საქმე განიხილა და დაადგინა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია და კანონით აკრძალული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიამ მუსლიმ ქალბატონებს შეზღუდვა 2011 წლის ივნისში დაუწესა, რაც სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვით იყო ახსნილი.
როგორც ცნობილია, კანონის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმა და რამდენიმე დღით ციხეში მოხვედრაც ემუქრებოდათ. ცოტა ხნის წინ კი ბელგიას ორმა მუსლიმმა ქალბატონმა უჩივლა და ქვეყანა ადამიანის უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა. თუმცა, ევროპის ადამიანების უფლებების სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და კანონი კვლავ ძალაში დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g