LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონიას გეგმები: “კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია” შუა აზიასაც მოამარაგებს

753

“კოკა -კოლა ბოთლერს ჯორჯია” 2018 წლის ბოლოს იქნება ერთ-ერთი სერიოზული კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე და შუა აზიის ნაწილში ძალიან დიდ ოპერირებას მოახდენს და საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს” , – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა ”საქმიან დილას”განუცხადა.
მისი თქმით, Coca-Cola-ს წარმოების ნატახტარში გადატანის პროექტზე ფრანგული კომპანია ზრუნავს, რომელიც ყველა ნიუანსს გათვლის, რათა გადატანა ნაკლები დანახარჯით მოხდეს.
“სერიოზული ინვესტიცია დაიხარჯება, 12-13 მლნ ევროზეა საუბარი. წარმოების ნატახტარში გადატანით ქარხნის სიმძლავრე 16 მილიონი ქილიდან 22 მილიონადე გაიზრდება”, – აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყიში თემურ ჭყონიამ ”ფორტუნას” განუცხადა, რომ ”კოკა-კოლას” ახალი ქარხანა იქნება სრულიად ინოვაციური, სადაც უმაღლესი ხარისხის საწარმოო ხაზები დამონტაჟდება. ”ჩვენ მოვახდენთ ტექნოლოგიურ სასწაულს”, – ასე შეაფასა მაშინ ბიზნესმენმა უკვე არსებული საწარმოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დიდუბეში მდებარეობს, ნატახტარში გადატანა.
”გადასვლის პროცესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველი არის ის, რომ ამ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია რაოდენობრივად უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ამ ეტაპზე წლიური წარმადობა 100 მილიონი ბოთლია და ნატახტარში გადასვლის შემდეგ ეს რაოდენობა 40%-ით გაიზრდება. ამასთან, იგეგმება ექსპორტის 15%-იან ზრდა”, – აცხადებდა მაშინ ჭყონია.
მისივე ინფორმაციით, დიდუბიდან ნატახტარში გადასვლის პროცესი 2018 წელს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები