კორონავირუსით ინფიცირებულმა, რომელიც ბათუმში დაინფიცირდა წარმატებით იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დაიჯესტი ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, დაიბადა ბიჭი, რომელიც 3 კილოს და 600 გრამს იწონის. ლალი ტურძელაძის თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს იდეალურად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული ორსული ბათუმის ე.წ დონას კლასტერიდან არის.