LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ მძიმედ იყო, ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა – ლალი ტურძელაძე

932
ZsAfasf

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მძიმედ რჩება.

„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდა. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.

აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა, გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინით  იმუნიზაციის პროცესი გაგრძელდება.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ  ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

იტალია, გერმანია და საფრანგეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები