LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან განვიციდი, როდესაც ნებისმიერი ქალბატონი, დედა მიწევს საავადმყოფოში.. რომ არა დედა, დღეს ვერც ექიმი ვიქნებოდი და ვერც წარმატებული ადამიანი.. დედებს გავუფრთხილდეთ“ – ლევან რატიანი

178
BeFunky-collage (9)

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, რომელსაც თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სტუმრობდა, პროფესორმა დედის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კარიერული ზრდა თუ განვითარება სწორედ დედის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა.

„ჩემი ცხოვრების ჩამოყალიბებაში დედას, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ჰქონდა.

ალბათ, რომ არა დედა, დღეს ვერც ექიმი ვიქნებოდი და ვერც წარმატებული ადამიანი.. მოგეხსენებათ, რა იყო 90-იანი წლები, დედა კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე განათლება მიმეღო..

რომ არა დედა, ცხოვრებაში მიზანს ვერ მიაღწევ, მე მიმაჩნია, რომ დედის გარეშე ადამიანები ადამიანებად ვერ ყალიბდებიან, თუ დედას არ აფასებ ადამიანად ვერ შედგები..

მადლობა დედას, რომ არსებობდა და არსებობს ჩემს ცხოვრებაში..

ძალიან განვიციდი, როდესაც ნებისმიერი ქალბატონი, დედა მიწევს საავადმყოფოში, რადგან ეს თემა ჩემთვის სენსიტიურია.. პანდემიის პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვინმეს თუ ვარჩენდი ან სამწუხაროდ, თუ პირიქით ხდებოდა, ეს პირველ რიგში, დედამ იცოდა..

დედებს გავუფრთხილდეთ“

მარინა რატიანი:

„კოვიდის პერიოდში ძალიან მძიმე დღეები გვქონდა, ლევანისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, ამიტომ რამდენჯერმე მიფიქრია, რატომ ექიმი და სხვა პროფესია არა?

ლევანისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვდი, მადლობა მისთვის არასდროს მითქვამს და დღეს ვეუბნები, მადლობა მას..

ლევანის არ ვაქებდი, 41 წელია სკოლაში ვარ და ჩემმა მოსწავლეებმაც კარგად იციან, ყველა მიყვარს, დიდად მკაცრი არ ვარ და არც ლევანი იყო ისეთი, დიდად ჩემი სიმკაცრე დაემსახურებინა“

თუ დედას არ აფასებ ადამიანად ვერ შედგები – ლევან რატიანი დედაზე

👩‍👦❤️ თუ დედას არ აფასებ ადამიანად ვერ შედგები – ლევან რატიანი დედაზე

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 29 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები