LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია, გერმანია და საფრანგეთი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

542
astrazenekas-vaktsina-w-h

იტალია მოქალაქეების აცრას AstraZeneca​-ს ვაქცინით დღეიდან განაახლებს. ქვეყანამ ამ პრეპარატით აცრები ორშაბათს შეწყვიტა. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.

დღეიდან განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აიცრება.

AstraZeneca​-ს პრეპარატით ვაქცინაციის განახლებას გეგმავენ კვიპროსი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, ლატვია და ლიეტუვა. აცრების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ ირლანდია და შვედეთი.

ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რანდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის, მათ შორის თრომბის წარმოქმნის, გამო დროებით შეაჩერეს. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება კი გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ .ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები