LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზა აუთვისებელი დარჩა – დღეიდან აღნიშნული ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა

63
ასტრაზენეკა

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, ნებისმიერ ალტერნატიულ ვაქცინას: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული „ასტრაზენეკას“ დოზები. მისივე თქმით, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება, თუ რამდენი დოზა „ასტრაზენეკა“ დარჩა გამოუყენებელი.

კულუმბეგოვი: მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა… კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა!

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები