LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მინდოდა პოპულარობა, ჩემი ქცევა გაუაზრებელი იყო” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული

275
pjimage (4)

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა ავოიანმა ადვოკატთან, ანა ჟღენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხა.

როგორც ვერონიკა ავოიანის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულის დანაშაულის მოტივი კარიერული წინსვლა იყო. მისი თქმით, ვერონიკას რთული სოციალური მდგომარეობის გამო, სასამართლომ სასჯელის ზომად 2500 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

“მან დანაშაული აღიარა და მოინანია. რაც შეეხება მოტივს, სწავლობდა ჟურნალისტიკის კურსებზე და, სამწუხაროდ, მისი ასაკიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხშირ შემთხვევაში დაუსჯელი რჩება ხოლმე, კარიერული ზრდის მიზნით, სენსაციური მასალის შექმნა განიზრახა. არ გაუაზრებია, რომ შესაძლებელი იყო ეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაზრდილიყო და რაიმე ზიანი მიეყენებინა ვინმესთვის. ვერონიკას არც ანგარებითი განზრახვა ჰქონია. სასამართლომ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა, რომ მოინანია დანაშაული, ასევე ყავს ერთი წლის ბავშვი, ონკოლოგიური ავადმყოფი დედა და საპატიმრო გირაოს შუამდგომლობა 5000 ლარის ოდენობით დააკმაყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის 100 ლარის გადახდაც ძალიან რთული იყო, რადგან არ მუშაობს, არ აქვს შემოსავალი, სასამართლომ გაგვინახევრა გირაოს ოდენობა და 2500 ლარი დაგვაკისრა. ვერონიკას თანხის გადახდაში ნათესავი დაეხმარა”, – აცხადებს ანა ჟღენტი.

თავად ბრალდებული კი აცხადებს, რომ დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინა და საქმეში ბრალდებულ პირებთან კავშირი არ აქვს.

“სამჯერ ვიყავი პროკურატურაში და ერთი და იგივე ჩვენება მივეცი. ფინანსური ინტერესი არ მქონია, ჩემი ქცევა გაუაზრებელი იყო. ინტერესი არც პოპულარობა ყოფილა, არც ბრალდებულებს ვიცნობ. ინტერესი მხოლოდ კარიერული წინსვლა იყო, თუმცა არავინ არაფერს დამპირებია”, – აცხადებს ვეროიკა ავოიანი.

ფოტო: ვინ არის გოგო, ვინც პოპულარობის მიზნით, შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება

მისცა

 

შეგახსენებთ, ვერონიკა ავოიანის ჩვენების მიხედვით, რომელიც მან პროკურატურას სამჯერ მისცა, 15 ივლისს, ვარკეთილში, მის საცხოვრებელ კორპუსთან  შაქარაშვილის საქმესთან 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს შეეხებოდა.

როგორც ცნობილია, ბრალდენული “ტვ ინკოგნიტოში” სწავლობდა და ჟურნალისტად “ანტურაჟში” მუშაობდა.

mazda magti 5g