“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცესკოს საიტზე ამომრჩეველთა სიის მიხედვით, მისი ძმის ბინაში სამი უნობია პირი აღმოჩნდა ჩაწერილი.
როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ოჯახისთვის უცნობია ვინ არიან ეს პირები და როდის ჩაეწერნენ, ამასთან ამოწერის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია.
“ცესკოს მონაცემებით, ჩემი ძმის ბინაში 3 სრულიად უცხო ადამიანია ჩაწერილი. მივიდა იუსტიციის სახლში და ეუბნებიან, მესაკუთრე/შმესაკუთრე არ ვიცით, მისამართზე ჩასაწერად ნებისმიერი ორი მოწმე კმარაო. და ამოსაწერადო? – ჩემს სახლში რო სამი უცხო ტიპია ჩაწერილი, ასე ხომ არ დარჩებაო? ოოო, ეგ ასე მარტივი არაა, მანდ საჭიროა განცხადება, კიდევ ორი მოწმე, კომისია, მოკლევა და მერე ვნახოთო… ასე ატარებს ბიძინა არჩევნებს” – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
https://www.facebook.com/zaza.bibilashvili.1/posts/10157853280355805