რეჟისორი დავით იმედაშვილი “რუსთავი 2”-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელში.
fortuna.ge მას დაუკავშირდა და ახალი თანამდებობა მიულოცა.
„უკვე დავიწყე მუშაობა. გავამაგრებ “რუსთავი 2″-ს, ყველაფერი კარგად იქნება. გეგმების შესახებ სალაპარაკოდ მზად უახლოეს მომავალში ვიქნები”, განგვიცხადა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ “რუსთავი 2” საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვეს და “იმედზე” გადავიდნენ.
ნინო მურღულია