ქსელში ორლანდო ბლუმის მონაწილეობით ახალი ფილმის, „განბლოკილის“ ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ცნობილ მსახიობს პარტნიორობას ნუმი რაპასი და მაიკლ დუგლასი უწევენ.
ბლუმი ყოფილი ჯარისკაცის როლს ასრულებს, რომელიც შეეცდება, ლონდონის მოსახლეობა ბიოლოგიური თავდასხმისგან იხსნას.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ფილმში ასევე ტონი კოლეტსა და ჯონ მალკოვიჩს ვიხილავთ. დიდ ეკრანებზე პროექტი, როგორც აქამდე იყო დაანონსებული, 1 სექტემბერს გამოვა.