LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობამ შეგვიწყოს ხელი, ხელფასებზე თქვან უარი, ახალ პურზე, წასვლაზე, მოსვლაზე… დიდიხანია ვშიმშილობთ და ამის მიღმა გვაქვს კრედიტები”

145
BeFunky-collage (1)

15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 170 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი. სპეციალისტების შეფასებით, ინფექციის მართვა შედარებით ადვილია, თუმცა გავრცელების რისკი უფრო იზრდება.

ხელახლა დაწესებულმა გარკვეულმა შეზღუდვებმა ღონისძიებების ორგანიზებისა და სხვა დარგში დასაქმებულებში პროტესტი გააჩინა. სწორედ ეპიდვითარებასა და სამომავლო პროგნოზებზე საუბრობდნენ გადაცემა “რეაქციის” დღევანდელი სტუმრები.

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ…”- ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

მათ შორის იყო მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი.

„პირდაპირ გეტყვით, ხალხს გულგრილი დამოკიდებულება აქვს ჩვენთან, ქალაქ ბათუმში, თითქოს არ გვჯერა, რომ ეს ჩვენთან ხდება.მაგრამ მე პირადად, რომ არ მჯეროდეს არ მაქვს უფლება ისე მოვიქცე, რომელიც არ ეკადრება მოქალაქეს. მყავს შაქრით დაავადებული დედა, ასთმიანი მამა… ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლიობა არ მაძლევს უფლებას უგულებელვყო დადგენილი რეგულაციები…

ახლა ერთადერთი გამოსავალი არის რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და სიკეთე ვაკეთოთ…

დიახ, მთავრობამ შეგვიწყოს ხელი, ხელფასებზე თქვან უარი, ახალ პურზე, წასვლაზე, მოსვლაზე. მხოლოდამხოლოდ თანხმობა გამოაცხადონ ხალხზე, რომელიც დიდიხანია ვშიმშილობთ და ამის მიღმა გვაქვს კრედიტები  “- ამბობს ბიბინეიშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g