LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპექტაკლში „მეფე ლირი“ ვმონაწილეობ თავად და „პაკლონიდან“ გავედი… სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია… ჩემს კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას“ – მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი მიმართვას ავრცელებს

504
ანრი ბიბინეიშვილი

„ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის! სპექტაკლში „მეფე ლირი“ ვმონაწილეობ თავად და „პაკლონიდან“ გავედი“, – ამის შესახებ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი წერს სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, სცენა პოლიტიკური განცხადებების ადგილად არ მიაჩნია.

ამასთან, ანრი ბიბინეიშვილი თხოვნით მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის კოლეგებს არ ეთანხმებიან, მსახიობებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

საქმე ეხება თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც მსახიობი ზურა ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე სხვა მსახიობებთან ერთად, სცენაზე პროტესტის ნიშნად დგანან.

ვიდეო: ,,არა რუსულ რეჟიმს” – თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტი მარჯანიშვილის თეატრში

„ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი, რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი „პაკლონიდან“.

ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!! პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან!

ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას.

უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 – არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 – სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.

მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.

ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს!“

ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის!…

Posted by ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი on შაბათი, 25 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები