თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საზოგადოებრივ ტრანსპონტში ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ქალბატონი პირბადეს არ იკეთებდა, რის გამოც ავტობუსმა მოძრაობა შეწყვიტა.
მგზავრები მას მოუწოდებდნენ, ან ჩასულიყო ტრანსპორტიდან, ან გაეკეთებინა პირბადე, თუმცა ამაოდ.
კონტროლიორმა შესაბამისი ზომები მიიღო და შემთხვევის შესახებ 112-ს აცნობა.
მგზავრი ამტკიცებდა, რომ ეს რეგულაციები ბილ გეიტსის გეგმა იყო.
ვიდეოს სოციალურ ქსელში BS info ავრცელებს.