LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი აუდიტორი შესაძლოა, ნოდარ ჯავახიშვილი გახდეს

110

მთავარი აუდიტორის პოსტზე, რომელიც ვაკანტური ლაშა თორდიას ვადის ამოწურვის შემდეგ გახდა, ერთ-ერთ კანდიდატად ნოდარ ჯავახიშვილი განიხილება.  ის დღეს მთავარი აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

როგორც “ფორტუნასთან” წყარომ მმართველი გუნდიდან აღნიშნა, გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურაზეა საუბარი და მათ შორის არის ჯავახიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით,  ჯერჯერობით ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება  ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

ამასთან, ოფიციალურად ჯერჯერობით კანდიდატებზე არ საუბრობენ და “ფორტუნასთან” არც ამ კონკრეტულ კანდიდატზე სურთ კომენტარის გაკეთება.

მთავარი აუდიტორის პოსტზე ლაშა თორდიას 5-წლიანი ვადა 25 ივლისს ამოეწურა.  მედიაში ამ ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატის ვინაობა სახელდებოდა, ესენი არიან თბილისის ჯერჯერობით მოქმედი მერი, დავით ნარმანია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი და მთავარი აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია. თუმცა,  სამივე მათგანმა ამ საკიზხე მათთან რაიმე კონსულტაციების არსებობა უარყო.

კანონმდებლობით, მთავარ აუდიტორს პარლამენტი ნიშნავს. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა  უკვე საშემოდგომო სესიაზე მოხდება. მანამდე კი მოვალეობას მთავარი აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია, ასრულებს.

 

magti 5g