LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი GWP-ის დააფინანსებს

129

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” (GWP)  ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  21.5 მილიონი ევროს სესხი მიიღო.

კომპანიის ცნობით, სესხი გრძელვადიანია და ის კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯება. კერძოდ,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში  უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა.

ცნობისთვის, საქართველოში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g