საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, – ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია
მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ.
„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. საიდანღაც რაღაც მოაგონდათ“, – აცხადებს ხვიჩა მღებრიშვილი.
მან ასევე ისაუბრა, რატომ მისცა აღიარებითი ჩვენება ღამურების დაჭერასთან დაკავშირებით.
„რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები. საჭირო იყო და ასე გააკეთეო და გავაკეთე. სხვა ვარიანტი არ იყო“, – ამბობს მღებრიშვილი.
მღებრიშვილი ასევე საუბრობს, როგორ არიან ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა ქართველები.
„ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან“, – განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო. მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.