LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ამაღელვებელია ადამიანებთან საუბარი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ.. გეუბნებიან, რომ მათი სახლი, მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ შეუძლიათ მოუარონ“ – ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

120
Untitled design (6)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც 15 წელია საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ, უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფენ.

ბორელის თქმით, ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ. მისივე განცხადებით, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია.

„აქ 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი ამ ტერიტორიის პატრულირებას ახდენენ [საოკუპაციო] ხაზის გასწვრივ. ჯამში, დღედაღამ, კვირაში შვიდი დღე, მთელი წლის განმავლობაში პატრულირების თითქმის ასი ათასი საათი გამოდის.

ჩვენი გუნდი, ეს მისია, უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს. ხალხს ვესაუბრებოდი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და ახლა აქ არიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოების შეგრძნებას ტოვებენ.

ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს, სასწაულებს არ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების ასი ათასი საათი [შევასრულეთ]. ძალიან ამაღელვებელია ბევრი ადამიანის საცხოვრებელი პირობების ნახვა, ძალიან ამაღელვებელია მათთან საუბარი, რომ გეუბნებიან, მათი სახლი, მათი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ შეუძლიათ მას მოუარონ“, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები