LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა

146
boreli

საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

„ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში – ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში”, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g