LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-ის წევრები მულტიმილიონერები გახდებიან

630
02-BTS-backstage-billboard-BBMAS-1548-1024x677

მიმდინარე წელს, სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წარმატებების შესახებ მრავალჯერ გავიგეთ. კოლექტივმა არნახულ პოპულარობას მიაღწია. უამრავი რეკორდი, ალბომი, კლიპი, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორობა და ა. შ… ცოტა ხნის წინ ჯგუფმა თამაში BTS Universe Story გამოუშვა, სადაც თავად კოლექტივის წევრები მონაწილეობენ.

ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯგუფის შვიდივე წევრი ოქტომბერში მულტიმილიონერი გახდება. მათი ლეიბლი, Big Hit Entertainment კორეის ბირჟაზე დარეგისტრირდება.  ლეიბლის აქციებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მისი ღირებულება უკვე 4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის ხელმძღვანელმა, ბენგ სი-ჰიუკიმ  ჯგუფის წევრებს 68, 386 აქცია გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებაც 7,9 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ჩატარდა, 2020 წელს, ჯგუფებს შორის მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მხოლოდ ლეგენდარულმა ჯგუფმა The Beatles და  სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მოახერხეს. ამით კორეული ბოოიბენდი ისტორიაში შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები