საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და პირველი, ლედი ბრიჯიტ მაკრონი პარიზში, BTS-ის კონცერტს დაესწრნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყანაში გამართულ K-pop-ის კონცერტს დაესწრო.
ARIRANG WORLD TOUR-ის ფარგლებში გამართულ შოუზე მაკრონების გამოჩენას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი სხვა ფანებთან ერთად მუსიკის რიტმს ჰყვებოდა, ემანუელი კონცერტის მიმდინარეობას ტელეფონითაც იღებდა.
რაღაც მომენტში წყვილი „კოცნის კამერაშიც“ მოხვდა, თუმცა მათ გრძნობების საჯაროდ გამოხატვისგან თავი შეიკავეს.
ცნობილი ხდება, რა გახდა ბრიჯიტ მაკრონის მხრიდან საკულტო სილის გაწვნის მიზეზი – უახლესი დეტალები