საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით აღმოსავლეთ აზიაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში მაკრონები იმპერატორის სასახლეში მიიწვიეს, სადაც ისინი იაპონიის იმპერატორს და მის მეუღლეს შეხვდნენ.
ოფიციალურ შეხვედრაზე ბრიჯიტი თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, ხელში კი „ლუი ვიტონის“ ჩანთა ეჭირა.
საზოგადოების ყურადღება საფრანგეთის პირველი ლედის მრისხანე გამომეტყველებამ მიიპყრო. ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.
„ბრიჯიტი ისევ გაბრაზებულია“,„ემანუელს კარგი დღე არ დაადგება“,.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიის ყურადღება კვლავ მიიქცია ემანუელ მაკრონის გარეგნობამ. ის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაზე შეშუპებული თვალით გამოჩნდა, რის გამოც სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვარაუდები, თითქოს ეს ინციდენტი კვლავ მის მეუღლეს უკავშირდებოდა.