LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონმა თურქეთის პირველი ლედის კოცნა დააპირა, მეორე დღეს კი მუქი სათვალით გამოჩნდა – უახლესი ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

368
page

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ანკარაში გამართულ ღონისძიებაზე მუქი მზის სათვალით გამოჩნდა, რასაც სოციალურ ქსელებში არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი სათვალით შესაძლო დაზიანების დაფარვას ცდილობდა.

„ისევ ბრიჯიტის ხელი ურევია?!“- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საზოგადოებაში ტრავმირებული, გაწითლებული და შეშუპებული თვალით გამოჩნდა

48 წლის ემანუელი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ოფიციალური მისალმებისას მან ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის ხელზე კოცნა სცადა, თუმცა პირველმა ლედიმ, მუსლიმური ტრადიციების გათვალისწინებით, ამ ჟესტზე უარი თქვა.

მომდევნო დღეს მაკრონი საზოგადოებაში უკვე მუქი სათვალით გამოჩნდა, რამაც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსია გააჩინა.

ზოგიერთი ამას მის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს უკავშირებს და გასული წლის გახმაურებული ვიდეოს იხსენებს, სადაც წყვილს შორის მომხდარმა ეპიზოდმა დიდი განხილვა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები