დრონებით გადაღებული ფოტოების დაჯილდოება მსოფლიო ფოტოგრაფიის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამასთან მიმართულება შეზღუდული არ არის და ფოტო–ხელოვანებს სრული თავისუფლება ეძლევათ.
საუკეთესო კადრებს იტალიაში, სიენას ფოტო დაჯილდოებაზე გამოფენენ და მათი ნახვა მსურველებს 24 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებული კადრიც ამ დროს გამოვლინდება და მის ავტორს საზეიმო ცერემონიაზე დააჯილდოებენ.
აღსანიშნავია, რომ დრონების კონკურსი ყოველ წელს იმართება და გამარჯვებულებს ფოტოგრაფისთვის აუცილებელ აღჭურვილობას გადასცემენ ხოლმე.