LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება

111
1276599-10151860629420833-1238766208-o

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) ქართველი დოქტორი მამუკა მაჩაიძე, კოვიდის პანდემიის და მოსალოდნელი სეზონური გრიპის გავრცელების შესახებ, ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი მოუმზადებელი შეხვდა.

 

“აჭარის მაგალითმა გვაჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.

აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ ამ ტესტების მომარაგება ერთერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას – დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენაც ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) – თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი – რისკ ჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.

რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არეფერი – რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია“ – წერს მაჩაიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g